ინგლისის ბანკმა მონეტარული განაკვეთი 5.25%-ზე შეინარჩუნა

ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (MPC) მხარი დაუჭირა საბაზისო განაკვეთის 5.25%-ზე შენარჩუნებას. ამის შესახებ მარეგულირებლის განცხადებაშია ნათქვამი.
კომიტეტმა ამ გადაწყვეტილებას მხარი 7-2 წინააღმდეგ დაუჭირა. კომიტეტის 2 წევრი განაკვეთის 5%-მდე შემცირების მომხრე იყო.
კომიტეტმა აღნიშნა, რომ ინფლაციის მდგრადობის ძირითადი მაჩვენებლები კვლავ ამაღლებულია, განსაკუთრებით გეოპოლიტიკური პრობლემების ფონზე.
მარტში ქვეყანაში ინფლაცია 3,2%-მდე შემცირდა, თებერვალში 3,4% იყო. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, მაგრამ აღემატება სამიზნე დონეს 2%-ს. მარეგულირებლის პროგნოზით, 2 წელიწადში ეს მაჩვენებელი 1,9% იქნებოდა.
ამასთან, ეკონომისტები ზაფხულში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, დიდი ალბათობით, 25 ბაზისური პუნქტით ელიან. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება მოხდეს ივნისის დასაწყისში და არა აგვისტოში, როგორც ამას ექსპერტები ელიან. ასევე შესაძლებელია, რომ წლის ბოლომდე მთლიანი კლება 50 ბაზისური პუნქტით იყოს.