ინგა ჩახვაშვილი: XXI საუკუნის “ბოროტების” საძმოსგან თემურ ლენგის მონუმენტის “მოლოცვის” საპირწონედ და გულის მოსაოხებლად გამახსენდა…

“XXI საუკუნის “ბოროტების” საძმოსგან თემურ ლენგის მონუმენტის “მოლოცვის” საპირწონედ და გულის მოსაოხებლად გამახსენდა – წინა საუკუნის 70-იან წლებში თბილისის “დინამოს” ახალგაზრდული გუნდი იყო სამარყანდში ჩასული სათამაშოდ. ბიჭები ექსკურსიაზე წაუყვანიათ ქალაქის დასათვალიერებლად. ხოდა,ერთ-ერთი დარჩენილა თემურ ლენგის საფლავთან, გუნდის მავზოლეუმიდან გასვლის მერე, პირდაპირი მნიშვნელობით ამოუღია და მიუფსამს საქართველოს მრავალგზის ამაოხრებლისთვის.
მთელი ღამით გამოკეტეს ბიჭები პოლიციაში. ვინ აღარ ჩაერია საქმეში საქართველოდან მათ დასახსნელად. ზაზა კახაძე მიყვებოდა ამ ამბავს, გვხოცავდა სიცილით. ეს გამბედავი ბიჭი ზურა გაგუა იყო (გვარი შეიძლება მეშლებოდეს, მისი შვილი ეკა რუსთავი2-ის ჟურნალისტი იყო წლების წინ), აფხაზეთში დაიღუპა.
არ აქვს მნიშვნელობა, ომია თუ მშვიდობა, მტერს ყოველთვის ისე უნდა მოექცე, როგორც იმსახურებს მტერი – გინდა დიდ ფეხბურთელობაზე მეოცნებე ბიჭი იყავი და გინდ ბრძოლის ველზე თავგანწირული მეომარი.
აი, ამიტომ არიან ესენი უსამშობლოები”,  – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.
ცნობისათვის, ირაკლი მ უზბეკეთში ვიზიტის დროს, უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი, სადაც თემურლენგის ქანდაკებაცაა, გვირგვინით შეამკო – ფოტოს საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც