ინგა ჩახვაშვილი: 15 წუთის გამო ჩამოიყვანეს მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ ბათუმში, რომ განაჩენი, რომელიც გუშინწინაც, იმის წინაც და საერთოდაც “სისხლით დაგიჭერ” სიტყვებამდე იყო დაწერილი, გაეხმოვანებინა უსამართლო მოსამართლე სახელაშვილს

ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი:
სულ რაღაც 15 წუთის გამო ჩამოიყვანეს მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ ბათუმში, რომ განაჩენი, რომელიც გუშინწინაც, იმის წინაც და საერთოდაც “სისხლით დაგიჭერ” სიტყვებამდე იყო დაწერილი, გაეხმოვანებინა უსამართლო მოსამართლე სახელაშვილს.
სასამართლოს წინ შეკრებილთათვის ფოტოების გადაღებაც ვერ მოვასწარი. თუმცა აი, ასე შევეცადე საერთო სურათის შექმნა განაჩენის გამოცხადებამდე და მერე… ის ქარდი, სადაც მოსამართლე სახელაშვილის “რჩევაა” მზია ამაღლობელისადმი “შეწყალებისთვის პრეზიდენტს მიმართოს” შეგნებულად არ ჩამოვტვირთე.
ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს – ჯერ ერთი საქალაქო სასამართლო ბოლო ინსტანცია არ არის (თუნდაც უსამართლო), სახელაშვილის კომპეტენცია არ არის უფასო რჩევების დარიგება, წინ აპელაციაა და ბრძოლა გრძელდება და რომელ პრეზიდენტს უნდა მიმართოს,” პრეზიდენტადაც” დუბლების სკამზე რომ ზის?!

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად

საია – 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე