ინგა ჩახვაშვილი: ხვალ ახალგაზრდები თავად მოიპოვებენ თავიანთ ევროპულ მომავალს

“მეგობარი მეუბნება დღეს, რა აზრი აქვს შენს ქადაგებას, “იმედის” და ქოცების პროპაგანდით დაშტერებულ ხალხს აზრს მაინც ვერ შეაცვლევინებო. არც ვცდილობ, მეტიც, გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე – წლების განმავლობაში, რამდენჯერ 365 დღე, ყოველ დილას მშვიდობას, ერთობას, ერთმანეთის მოფრთხილებას, ერთმანეთისკენ სავალი გზების ძიებას, ერთმანეთის შენდობას, დანდობას, თანაგრძნობას, თანადგომას, სიყვარულს ვქადაგებდი და დღეს მე მეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ ომი გვინდა, მაგათ კი მშვიდობა. ეგენი მშვიდობის მტრედები არიან და ჩვენ ომის მოსურნე ინდაურები… წითელ მოედანზე 😃😃😃 მეცინება, მაგრამ ამ ანეკდოტზე კი არა, ომში რომ უკვე ჩართოთ მამა-მარჩენალმა, რომ ვერ ხვდებიან ისე, მაგაზე, თან სიმწრით. ორ მხარედ რომ დაყო ქვეყანა და აჭმევინებს ,ალანძღინებს და აწყევლინებს ქართველებს ერთმანეთს, მაგაზე.
ხვალ საქართველო იტყვის თავის სათქმელს, ხვალ ნათელი გაიმარჯვებს ბნელზე, ხვალ ბოროტების იმპერიის, კრემლის უკანასკნელი საყრდენი დაკარგავს ძალაუფლებას.
ხვალ ახალგაზრდები თავად მოიპოვებენ თავიანთ ევროპულ მომავალს და იმ წინაპრებთან ერთად, ვისაც ბევრი უბრძოლია ამ ნანატრი დღისთვის გამარჯვებას ახარებენ იმ ახალგაზრდებს, მომავლის ბიჭებს და გოგოებს, ახალგაზრდებს, ვინც ვერ მოესწრო ამ დღეს, არადა თავიანთი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, ევროპული ღირებულებებისთვის იხარჯებოდნენ. ❤️❤️❤️
ხვალ ემიგრანტები მოიპოვებენ გამარჯვებას და ეს გამარჯვება იქნება ყველაზე ფასეული, რაც მათ გამოუგზავნიათ თავიანთი შვილებისთვის ემიგრაციაში ყოფნისას ❤️❤️❤️❤️
ხვალ საჯარო მოხელეების უმრავლესობა ბევრი ყოყმანის შემდეგ, დარწმუნებული და გაძლიერებული იმ გაცნობიერებით, რომ მათ ერთი ადამიანის კი არა, ხალხის ფულით ეძლევა ხელფასი და ხალხთან უნდა იდგეს, აირჩევს ევროპულ გზას თავისი და შვილების მომავლისთვის, რომ ვერასდროს, ვეღარც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს მისი დაშინება და მანიპულირება.
ხვალ დიდი სინათლის დღეა საქართველოში, ჩვენი საქართველოსი 🇬🇪🇬🇪🇬🇪
ხვალამდე, ადიოს!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ძირითადად აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე, არც ერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე