ინგა ჩახვაშვილი: მადლობა მამა დოროთეს, რომ ერთ-ერთი კაშკაშა სხივის და სინათლის გამტარია ღმერთსა და ადამიანებს შორის

“მოვდიოდით ქვემო ბეთლემის ტაძრიდან სოლოლაკის ვიწრო ქუჩებით ტაბიძისკენ. გზადაგზა შემხვედრი ადამიანები მიმართავდნენ – “პრეზიდენტო”, “მართლა თქვენ ხართ, პრეზიდენტო”, “რა უბრალო ადამიანი ყოფილხართ, პრეზიდენტო”, “შეიძლება, ფოტო გადავიღოთ, პრეზიდენტო, თქვენთან”  💖 აი, ასე, არც მეხუთე და არც ყოფილი.
ხალხისგან მოდის ლეგიტიმაცია. ღმერთისგან ძალა, რომ ხალხის ნდობა გაამართლო, საკუთარი პრინციპების და ღირებულებების დაცვა, სიმართლისთვის ბრძოლა შეძლო ბოლომდე, უკანდაუხევლად, შეუპოვრად.
ხოდა, არც მეზვერესა და ფარისევლის კვირის წირვაზე დასწრება და ზიარება მგონია შემთხვევითი. ღმერთმა უკეთ იცის, როდის თანაგეზიაროს საკურნებლად სულისა და ხორცისა, სადიდებლად უფლისა 🙏🙏🙏
მე ვერ დავიმსახურე დღეს ეს მადლი, ღმერთმა უკეთ იცის, ვის როდის და ისიც, რომ დიდმარხვაში ბრძოლებიც მეტი იქნება და ვინ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს თავისი მადლით და სიყვარულით 💖
მადლობა მამა დოროთეს, რომ ერთ-ერთი კაშკაშა სხივის და სინათლის გამტარია ღმერთსა და ადამიანებს შორის,”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.
როცა სიმართლე იდევნება, მაშინ იბადება მართალი ხალხი

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა