ინგა ჩახვაშვილი: ვისაც როგორ ეზეიმება, ვინ როგორ ხედავს და სურს დაამახსოვროს სამყაროს თავის ქვეყანაში თუ ოჯახში გამართული ზეიმი, მხოლოდ მისი საქმეა

“ოლიმპიადის შოუ კი არა, ჩვეულებრივი სადღესასწაულო სუფრების, ძირითადად ქორწილების მერე აქ ამბავია, ჩაშხამდებათ ხოლმე ზეიმი, სიცილი და ბედნიერება ადამიანებს – პატარძლის კაბიდან დაწყებული ზედმეტად მარილიანი, ცხარე თუ მწარე კერძებმოყოლებული, მოკრძალებული თუ უხვი მენიუს დაცინვით და სტუმრების რაოდენობისა და ვინაობის გაკიცხვით დამთავრებული.
ვისაც როგორ ეზეიმება, ვინ როგორ ხედავს და სურს დაამახსოვროს სამყაროს თავის ქვეყანაში თუ ოჯახში გამართული ზეიმი, მხოლოდ მისი საქმეა.
ჯერ არც ისე მოგვრევია სკლეროზი, ჩვენი გამარჯვებული სპორტსმენებისთვის ჰიმნის ნაცვლად შალახოს დაკვრის ამბავი არ გვახსოვდეს. ვინმეს რომ დასცინო და უსაფუძვლოდ გააკრიტიკო, რაღაც მაინც უნდა გქონდეს მასზე უკეთ გაკეთებული, თავმოსაწონებლად.
გამარჯვებები და სულ უმაღლესი სინჯის მედლები ჩვენს სპორტსმენებს, რომელთა განწყობაზეც, მათივე გაზიარებული კადრებიდან ჩანდა, ბრწყინვალედ, ზეაწეულად იმოქმედა ოლიმპიადის გახსნის ნიუანსებამდე გათვლილ-დახვეწილმა ცერემონიალმა 🇬🇪🇬🇪🇬🇪”  – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.