ინგა ჩახვაშვილი: ამ მადლიერების არსს ვერასდროს გაიგებენ ის სასულიერო პირები, ვინც ამბიონი სამთავრობო პროპაგანდის ადგილად აქცია

ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი:

ჩემი მხარდაჭერა, სოლიდარობა და ქრისტიანული სიყვარული არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს Arqimandriti Dorote Yurashvili , ვისი ქადაგებები, მართალი სიტყვა მექცა იმედად, სასოებად, სულის მოთქმად, სინათლედ, ქრისტიანობაზე, როგორც შინაარსზე და სიღრმეზე ფიქრად, საკუთარი ადგილის ძიებად ამ შინაარსში და ერთი მისხალით უკეთესი ქრისტიანი გამხადა.

საბედნიეროდ, გვყავს მისი დარი მოაზროვნე მღვდლები, ბერები – ცოტანი, მაგრამ უაღრესად განათლებული ❤️❤️❤️ ამ მადლიერების არსს ვერასდროს გაიგებენ ის სასულიერო პირები, ვინც ამბიონი სამთავრობო პროპაგანდის ადგილად აქცია, ვისი “დამსახურებითაც” დავშორდი ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარს, სადაც ჯერ კიდევ მოსწავლეობისას დავდიოდი მამა ამირან შენგელიასთან და ჩემს ბავშვურ კითხვებზე პასუხებს ვეძებდი ❤️❤️ მამაო, არ შედრკეთ, თქვენთან ერთად ვართ ქრისტესთან, ერთადერთ ჭეშმარიტებასთან ამ სამყაროში და როგორც თქვენ ამბობთ ყოველი ქადაგებისას – ჩვენთან არს ღმერთი! არს და იყოს

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)