ინგა გურგენიძემ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]

საქართველოში მიმდინარე 2025 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
გუშინდელი მოკლე პროგრამის შემდეგ გურგენიძეს 58.84 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა. დღეს თავისუფალ პროგრამაში მან 128.97 ქულა მიიღო, ჯამში კი 187.81 ქულა მოიპოვა და ოლიმპიური ოქროც დაიმსახურა. ვერცხლის მედლის მფლობელი ესტონელი ელინა გოიდინა გახდა, ბრინჯაოს მედალი კი შვეიცარიის სახელით მოასპარეზე ლეანდრა ციმპუკაკისმა მოიპოვა.
ცნობისთვის, ამ დრომდე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენი ქვეყნიდან ოქროს მედალი არავის ჰქონდა მოპოვებული, თუმცა ინგამ დღეს ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში