ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრებო დღეს ბათუმის ყინულის სასახლეში, მოციგურავეები მოკლე პროგრამით წარდგნენ. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრების წევრი ინგა გურგენიძე, რომელიც ამ შეჯიბრების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.
ქართველმა მოციგურავემ სავალდებულო პროგრამაში 31 მონაწილეს შორის მსაჯებისგან მესამე საუკეთესო შეფასება (58.84) დაიმსახურა, რაც თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის წინ მედლის მოპოვების იმედს გვისახავს. აღსანიშნავია, რომ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობისთვის 24 საუკეთესო შედეგის მქონე მოციგურავეს შორის მოხვედრა იყო საჭირო.
ინგა გურგენიძე მედლისთვის 13 თებერვალს ისრიალებს.