უნგრეთის ქალაქ დებრეცენში სტარტი აიღო იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში. “ფონიქ არენაზე” მოკლე პროგრამებით გუშინ გოგონებმა იასპარეზეს.
ჩვენი ნაკრების წევრმა, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულმა ინგა გურგენიძემ ღირსეულად იასპარეზა და სეზონის საუკეთესო შედეგით -67,47 ქულით, 38 ქვეყნის 48 სპორტსმენს შორის მე-2 ადგილი დაიკავა და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ინგამ პირველი პოზიცია მხოლოდ იუნიორთა შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, იაპონელ მოციგურავეს მაო შიმადას დაუთმო.
