ინგა გურგენიძემ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია იტყობინება, რომ 15 წლის ინგა გურგენიძე იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა:
“უნგრეთის ქალაქ დებრეცენში სტარტი აიღო იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში. “ფონიქ არენაზე” მოკლე პროგრამებით დღეს გოგონებმა იასპარეზეს.
ჩვენი ნაკრების წევრმა, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის გამარჯვებულმა ინგა გურგენიძემ ღირსეულად და მისთვის ჩვეული დამაჯერებლობით იასპარეზა, სეზონის საუკეთესო შედეგით, 67,47 ქულით 38 ქვეყნის 48 სპორტსმენს შორის მე-2 ადგილი დაიკავა და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ინგამ პირველი პოზიცია მხოლოდ იუნიორთა შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონს,
იაპონელ მოციგურავეს მაო შიმადას დაუთმო.
ვულოცავთ ინგას ამ შესანიშნავ შედეგს და წარმატებას ვუსურვებთ თავისუფალ პროგრამაში, რომელიც 1-ელ მარტს გაიმართება”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში