ინგა გრიგოლია: რატომ გადაგვაყოლეთ, ბატონო ბიძინა, თქვენს მილიარდებს?!


ინგა გრიგოლია ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავებას არ გამორიცხავს – ტელეწამყვანი ამ წუთებში რამიშვილის ქუჩაზე იმყოფება, სადაც უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული, ჟორჟოლიანის სახლში კი ჩხრეკა მიმდინარეობს.

“რეაქციის” ავტორი და წამყვანი დარწმუნებულია, რომ ჩხრეკა ტეროს და დაშინებას ემსახურება.

“რატომ გადაგვაყოლეთ, ბატონო ბიძინა, თქვენს მილიარდებს?!”, – ამბობს ინგა გრიგოლია.

მე მოვედი ფეხით და რამენი პოლიციელი დარამდენი სუსი და ოლიგარქიუს სპეცრაზმელი დგას, იცით? გეგონება, კონფლიქტის ზონაში ვართ და ტერიტორიებს ვიბრუნებთ, „მშვიდობით“ ვიბრუნებთ. ისეთი განცდაა, რომ ომია, იმდენი ადამიანი ჰყავთ გამოყვანილი რისთვის, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მოაწყონ? ალბათ უფრო შორს წავლენ, მე მოლოდინი მაქვს, რომ … არ გამოვრიცხავ, რომ დააკავონ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი საქმეს აკეთებს.

საერთოდ, ყელში ამოვიდა ეს ოლიგარქი თავისი ვითომ ძალოვანი სპეცრაზმელებით, რაღაც ხელის ბიჭებით, დავიღალეთ! ამ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. არ შეიძლება, დილა თენდებოდეს, იღვიძებდე და როგორც 37-იან წლებში შენი ამხანაგები, შენი მეგობრები, უცნობები, აღმოაჩინო, რომ არის ასეთ მდგომარეობაში, სახლში უვარდებიან, ჩხრეკენ. რა უნადა ამ კაცს? რატომ გადაგვაყოლეთ, ბატონო ბიძინა, თქვენს მილიარდებს?!, – ამბობს ინგა გრიგოლია.

რამიშვილის ქუჩაზე ჩხრეკა დილის 8 საათზე დაიწყო. ნანუკა ჟორჟოლიანის სახლი პროკურატურის  და სუს-ის წარმომადგენლები შევიდნენ, ამ დროს სახლში ტელეწამყვანის მამა და არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია