ინგა გრიგოლია ბრწყინვალე ფორმაშია – ტელეწამყვანის ვიდეო დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao

“უმაგრესი ექიმი, რომელმაც გამაბედნიერა. სულ ვიცინი, ეს კაცი ჩემთვის გაჩნდა თურმე, თორემ ხომ ვივლიდი ჩემი ბევრი კილოთი. მადლობა, დათო, ახალი სუნთქვა რომ გამიხსენი და გამახალისე, შენ ხარ ექიმი – ბედნიერება”, – წერდა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ექიმი დავით აბულაძის შესახებ.
ქართველი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაიბადა 1971 წლის 8 მარტს თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა ტელევიზიებში: „რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“. იყო ტელეგადაცემების – „პირველების“, „რეაქციისა“ და თოქ-შოუ „იმედის კვირის“ ავტორი და წამყვანი. ამჟამად არის „TV პირველის“ გენერალური პროდიუსერი. 2016 წლიდან ამავე ტელეკომპანიის გადაცემა „დღის ამბები“-სა და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი. დაჯილდოებულია თამარ მეფის ორდენით.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიამ კუჭის ოპერაცია გაიკეთა, რისკენაც მან ახლამა ამპლუამ – ბებიობამ უბიძგა:
· უმშვენიერესი ოქროსფერი კაბა და ბრჭყვიალა წვეულება – როგორია ინგა გრიგოლია ბებიის ამპლუაში
„ბებიობის შემდეგ მივხვდი, რომ სიახლეები მჭირდებოდა. წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე, დავიწყე ზრუნვა ვიზუალზე, მინდოდა მეტი ენერგია მქონოდა. ორთვე-ნახევარში 15 კილო დავიკელი და ჯერ კიდევ კლების პროცესში ვარ, კიდევ ბევრი კილოგრამის დაკლება მაქვს გეგმაში. იმიტომ, რომ ნინასთვის ისეთი ბებია ვიყო, როგორც მარიამისთვის იყო დედაჩემი“, – ამბობდა ინგა.
· 10 ახლაგაზრდა ბებია საქართველოში – ცნობილი ქართველი ქალები ბებიის როლში
ამჯერად ის სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ტელეწამყვანი იდეალურ ფორმაშია და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: