ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ოცნების წევრები, დე ფაქტო პრემიერმინისტრი კობახიძე, ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი სიღნაღში, სასტუმრო ბოდბეში საქართველოს ელჩების კონფერენციას დაესწრნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ელჩების კონფერენცია 2024-ის მთავარი თემა იყო – “საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში”.
სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობდნენ მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, მამუკა მდინარაძე.
მთავრობის ცნობითვე, კობახიძემ ქართველ დიპლომატებს “საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა”.
სასტუმრო ბოდბე სიღნაღში 20 ოქტომბერს გაიხსნა. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ფონდი ქართუ იღებდა.
ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა.
ინაუგურაციაზე მიწვეული არ იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.