ინალ არძინბა – ჩვენი კარი დაიხურება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ

ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთობის აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციის ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება ოფიციალურ დოკუმენტში – აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში.
ინალ არძინბას თქმით, გაერო-ს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე.
მისივე თქმით, ეს აღიქმება, როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა.
ამასთან, როგორც ინალ არძინბა აცხადებს, მათთვის, ვისაც სურს „გაანადგუროს აფხაზეთ-ს ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილოს, უახლოეს მომავალში აფხაზეთის კარი დაიხურება.
მისივე თქმით, -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.
არძინბამ მტკიცებით, გაერო-ს სააგენტოები „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ, რაც დასტურდება „პროექტების პრაქტიკული განხორციელების პროგრესით და იმ პუბლიკაციებით, რაც აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ქვეყნდება“.

ასევე დაგაინტერესებთ