ინალ არძინბა სირიაშია

რუსეთის მიერ ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში „აფხაზურ-სირიული დღის წესრიგის საკითხების განსახილველად იმყოფება“. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზა”.
დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, არძინბამ სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად დამასკში დაათვალიერა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი, სადაც პატივი მიაგო „ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების” ხსოვნას. არძინბამ ასევე დაათვალიერა სირიის არაბთა რესპუბლიკის სამხედრო დიდების მუზეუმი და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.
დაგეგმილი „ოფიციალური შეხვედრების“ შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სირიამ 2018 წლის მაისში აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტის გამო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკში საზეიმოდ გაიხსნა „აფხაზეთის საელჩო“.
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია 2021 წლის მაისში ეწვია სირიას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება