ინალ არძინბა: საქართველოს გონიერი მთავრობა ჰყავს

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს გონიერი მთავრობა ჰყავს და ომი არავის სჭირდება. ამის შესახებ არძინბამ ს ფედერაციაში ვიზიტის დროს განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ამასთანავე, არძინბა ამბობს, რომ ამერიკელების მითითების მიხედვით, საქართველო ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

„ჩვენ აფხაზები, ვსვამთ შეკითხვას – რატომ არ აწერენ ხელს ამ შეთანხმებას? ნუთუ საქართველო ომს აპირებს? ან ამერიკელებს მეორე ფრონტის გახსნა სურთ? არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ ამერიკელებს მეორე ფრონტის გახსნა სურთ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს გონიერი მთავრობა ჰყავს, ომი არავის სჭირდება, მათ შორის არც საქართველოს. დღეს არსებული სამართლებრივი ბაზით ს წინააღმდეგ აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას ნიშნავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

ინალ არძინბამ ასევე სოხუმის და მინსკის კონტაქტებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.

მანამდე მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა პრაგმატულად იქცევა და თბილისი „ნაციონალური ინტერესებით ხელმძღვანელობს და ანტირუსულ ისტერიას აყოლილი არ არის“.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!

ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ ბრალს, რაც გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკადის მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას – მათ აქვთ სურვილი გამოძიებასთან ითანამშრომლონ