“ეხო კავკაზას” ცნობით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, “აფხაზურ-სირიული დღის წესრიგის საკითხების განსახილველად” სირიაში იმყოფება.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, არძინბამ, სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად, დამასკოში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი დაათვალიერა და “ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების” ხსოვნას მიაგო პატივი.
მან ასევე დაათვალიერა სირიის არაბთა რესპუბლიკის სამხედრო დიდების მუზეუმი და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა. დაგეგმილი “ოფიციალური შეხვედრების” შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, სირიამ 2018 წლის მაისში აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა.” საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტის გამო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.