ინალ არძინბა აფხაზეთში დაბრუნდა – “აფხაზური პორტალი” – Netgazeti • აფხაზეთი • ინალ არძინბა • Netgazeti.ge

აფხაზური ტელეგრამ არხის “Абхазский Портал-ის” ინფორმაციით, აფხაზეთში [დე ფაქტო] დაბრუნდა ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი , რომელმაც “მოსკოვში სამსახური ვერ იპოვა, ხოლო მისი პროექტი ბელარუსის სივრცის დაპყრობის შესახებ, ისევე როგორც მისი სამსახიობო როლი პირველ რუსულ არხზე, ჩაიშალა”.
ტელეგრამ არხის ცნობით, არძინბას დაბრუნებით, აფხაზეთში სხვადასხვა ანონიმური რესურსები გააქტიურდნენ, რომლებიც “ტალახს ესვრიან ქვეყნის პატრიოტებს, რომლებიც ერთ დროს ეწინააღმდეგებოდნენ ს მიწების გაყიდვის სავარაუდო გეგმებს”.
“Абхазский Портал-ი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინალ არძინბა აქტიურად თანამშრომლობს ასლან ბჟანიასთან და აწარმოებს მოლაპარაკებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც ამჟამად აბესალომ კვარჩია იკავებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„აპსნიპრესის“ ცნობით, გათავისუფლებას ხელი მოაწერა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
ტელეგრამ არხი „აფხაზური პორტალი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინალ არძინბა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ დაკითხვაზე გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, დაახლოებით ერთი კვირაა, ინალ არძინბას ეკრძალება აფხაზეთის დატოვება.
„აპსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ინალ არძინბას მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.
კრემლის ყოფილი თანამშრომელი და ში ძებნილი ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლის ბოლოდან იკავებდა.
ინალ არძინბა ასევე იყო აქტიური მხარდამჭერი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ინიციირებული „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“ რუსული კანონის.
მიმდინარე წლის თებერვალში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“.
ს მსგავსად, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებს ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავეა.

ასევე დაგაინტერესებთ