კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვისსააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვისდეპარტამენტის წარმომადგენელმა, ლანაგელაშვილმა „კომერსანტის“ ტრადიციულ რუბრიკაში – „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებებისდაცვა”, ის უფლებები განიხილა, რომლებიცმომხმარებელს საქონლის ან მომსახურების შეძენისდროს აქვს.
გელაშვილი განმარტავს, რომ დარგისმარეგულირებელი კანონმდებლობის მიხედვით, მოვაჭრე ვალდებულია, სავაჭრო ობიექტში, ასევე, ონლაინ პლატფორმაზე მიუთითოს პირადიმონაცემები, პროდუქციის ან მომსახურების ფასი, მისი არსებითი მახასიათებლები და ტიპი. მოვაჭრეს ყველა ზემოაღნიშნული ვალდებულება ეკისრებაროგორც ონლაინ, ისე ადგილზე ვაჭრობის დროს.
„GCCA უკვე ორ წელზე მეტია, ,,მომხმარებლისუფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსაღასრულებს. სააგენტოს განცხადებების განხილვისდროს, არაერთხელ მოუწია მსჯელობა ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდების სტანდარტზე. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია, რომელიცმომხმარებელს უნდა მიეწოდოს, კანონმდებლობით სრულად არის გათვალისწინებული. აღნიშნულს ორიმუხლი ეთმობა, პირველი ყველა მოვაჭრისთვის სავალდებულოა, იქნება ეს სავაჭრო ობიექტში ვაჭრობის განმახორციელებელი პირი თუ ონლაინმოვაჭრე, ხოლო მეორე – აწესრიგებს დისტანციურად ვაჭრობის შემთხვევებს, კერძოდ უფრო დეტალურად განსაზღვრავს იმ ინფორმაციას, რაც დისტანციურად მოვაჭრეებმა უნდა მიაწოდონ მომხმარებლებს. რადგან ასეთ დროს მომხმარებელი მეტად მოწყვლადია, შესაბამისად, მას მეტი ინფორმაციას ჭირდება გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად.
კანონით განსაზღვრულია, რომ მოვაჭრესაუცილებლად უნდა ჰქონდეს მითითებული: საკონტაქტო მონაცემები – დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო მონაცემები.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ფიზიკურიპირები პირადი ინფორმაციის მითითებასაპროტესტებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით,ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თუ სამეწარმეოსაქმიანობას ახორციელებს ფიზიკური პირი, იგი მიიჩნევა მოვაჭრედ, შესაბამისად, მასაც ჩვეულებრივად ევალება მომხმარებლისთვისპირადი ნომრის მიწოდება. აღნიშნული დანაწესის მიზანი არის ისევ და ისევ მომხმარებლის უფლებების დაცვა, რადგან თუ მომხმარებელს დღის წესრიგში დაუდგება თავისი უფლებების დაცვის საჭიროება, მას უნდა შეეძლოს მოვაჭრის მოძიება და მასთან კონტაქტის დამყარება. ასევე, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონლის/მომსახურების არსებითი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია. ის თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული ნივთის/მომსახურების არსებით მახასიათებლად დამოკიდებულია საქონლის/მომსახურების ტიპზე. საქონლის შემთხვევაში ეს შესაძლოა იყოს ფერი, ზომა, ხარისხი და ა.შ. მომსახურების შემთხვევაში – დეტალურად უნდა იყოს მითითებული რა ტიპის მომსახურებაა დარა სერვისია შეთავაზებული მომხმარებლისთვის -მაგალითად, შეიძლება მოვაჭრე მომხმარებელს სთავაზობს ერთ სრულ მომსახურებას, რომელიც შედგება სხვადასხვა ტიპის მომსახურებებისგან, ყველაფერ ამის შესახებ მომხმარებელი წინასწარ უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს მიეწოდოს მოვაჭრისთვის პრეტენზიის წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაცია, რადგან უკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელი, როგორც წესი, პირველ რიგში მოვაჭრეს მიმართავს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მან წინასწარ იცოდეს რა პროცედურის გავლა მოუწევს თავისი უფლების დასაცავად.
ყველა მოვაჭრე ვალდებულია, ზემოთ ჩამოთვლილიინფორმაცია განთავსებული ჰქონდეს როგორცსავაჭრო ობიექტში, ისე ონლაინ პლატფორმაზე, თუ იგი სავაჭრო საქმიანობას ახორციელებს დისტანციურად (ვებ გვერდი, FACEBOOK, INSTAGRAM და სხვა სოციალური ქსელები).
აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომმომხმარებელს ეს ინფორმაცია უნდა მიწოდოს მოვაჭრესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაშიშესვლამდე“,- აღნიშნა გელაშვილმა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ასევე განმარტავს, რომ მომხმარებელს უფლება აქვს ორიწლის ვადაში განაცხადოს პრეტენზია საქონლის თავდაპირველი ნაკლის შესახებ. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს წესი არ ეხება ნაკლს, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ. გელაშვილმა, ასევე, ისაუბრა ყალბი ფასდაკლებების აკრძალვასა და რეკლამაში ფასის მითითებაზე.
„იმ შემთხვევაში თუ საქონელს თავდაპირველინაკლი აღმოაჩნდება, მომხმარებელს შეუძლია თავისი უფლების დასაცავად ორი წლის ვადაში მიმართოს მოვაჭრეს. ხაზგასასმელია, რომპრეტენზია უნდა მიემართებოდეს საქონლის თავდაპირველ ნაკლს და არა იმ ნაკლს, რომელიც ნივთის მოხმარების შედეგად მომხმარებლის ბრალეულობით დადგა. ნივთის თავდაპირველი ნაკლის საკითხის შეფასების შედეგად მოვაჭრემ, შესაძლოა, მომხმარებელს შესთავაზოს ნივთის შეკეთება/შეცვლა ან ღირებულების ადეკვატური ოდენობით შემცირება/ხელშეკრულებიდან გასვლა. უნდა აღინიშნოს, რომ ნივთის შეკეთება/შეცვლა პირველი რიგის უფლებებია. როდესაც საქმე ნივთის შეკეთებას ეხება მოვაჭრე ვალდებულია იგი შეაკეთოს 30 დღის ვადაში. აღნიშნული ვადა სტანდარტის სახით დადგენილი იქნა სააგენტოს მიერ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავდაპირველი ნაკლის მიმართულებით მომართვიანობა ძირითადად ტექნიკას უკავშირდება, შესაბამისად სააგენტომ, განცხადებების და არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ორივე მხარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინების შედეგად, შეკეთების ოპტიმალურ ვადად მიიჩნია 30 დღე. აღნიშნული ვადა შეიძლება გაიზარდოს გონივრული ვადით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშიარსებული გარემოებების გათვალისწინებით, მაგ.: თუ ნივთის ნაწილი გამოსაწერია საზღვარგარეთიდან, ეს შეიძლება გახდეს შეკეთების ვადის გაზრდის საფუძველი. აქვე, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თუ მოვაჭრე გაზრდილ ვადაშიც ვერ შეძლებს ნივთის შეკეთებას, სააგენტო მიმართავს მომდევნორიგის უფლებებს (ნივთის შეცვლა ან ღირებულების ადეკვატური ოდენობით შემცირება/ხელშეკრულებიდან გასვლა).
რაც შეეხება, ჯამური ფასის მითითების სტანდარტს, მისი სრულად მითითების ვალდებულება ეხება აბსოლუტურად ყველა მოვაჭრეს. ჯამური ფასის მითითება გულისხმობს გასაყიდი ფასის მითითებას. გასაყიდ ფასში მოიაზრება თავად პროდუქტის ღირებულება, რომელსაც ემატება დღგ და სხვა სახის მომსახურების ღირებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეკლამაში ფასის მითითების საკითხის განხილვისას მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მიზანს ემსახურება თავად რეკლამა. თუკი მოვაჭრე ზოგად ინფორმაციას ავრცელებს ბრენდის ან კონკრეტული საქონელის ან/და მომსახურების შესახებ დამოვაჭრის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება მხოლოდ მომხმარებელთა ინტერესის ფორმირებას, მაშინ მოვაჭრეს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ვალდებულება არ აქვს რომმიუთითოს გასაყიდი ფასი. მეორე მხრივ, აღნიშნულთან ერთად, კონკრეტული საქონლის ანმომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია ემსახურებოდეს მისი რეალიზაციის მიზანს. შესაბამისად, თუკი მოვაჭრე კონკრეტული საქონელის ან/და მომსახურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი რეალიზაციის მიზნითდა გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ისეთარსებით ინფორმაციას, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება ეკონომიკური ქცევის ფორმირებაში, ხოლო ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ მომხმარებელს შეეძლება შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მაშინ მოვაჭრისეს ქცევა წარმოადგენს შეძენის შეთავაზებას დაკანონით გათვალისწინებულ სხვა არსებით ინფორმაციასთან ერთად, აუცილებელია ფასის მითითებაც.
რაც შეეხება ყალბ ფასდაკლებებს, ყალბიფასდაკლება არის უსამართლო კომერციულისაქმიანობა. იგი შეიძლება გამოვლინდეს მრავალი ფორმით, განვიხილავ ერთ-ერთ შემთხვევას, რომელიც სააგენტოს მიერ იქნა შეფასებული. საკითხი ეხებოდა Fake countdowns-ს ე.წ დროში შეზღუდულ შეთავაზებას (ფასდაკლება). კერძოდ, ერთ-ერთი ონლაინ მოვაჭრის მიერ ხდებოდა საქონლის შეთავაზება სპეციალურ ფასად, მოჩვენებითად, დროის მცირე მონაკვეთში, ყალბიათვლის ქრონომეტრების (დროის უკუმთვლელი)საშუალებით. კერძოდ, ნივთის სააქციო ფასადშესაძენად განსაზღვრული იყო 24 საათიანი ვადა, თუმცა, 24 საათის დასრულების შემდგომ, ქრონომეტრი თავიდან ირთვებოდა, შესაბამისად შეთავაზება კვლავ გრძელდებოდა. სააგენტომ დაადგინა, რომ არანაირ ფასდაკლებას და სპეციალურ შეთავაზებას ადგილი არ ჰქონდა და ჩართული ქრონომეტრი ემსახურებოდა მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენას“,- აღნიშნა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ლანაგელაშვილმა.