“იმ ღმერთმა გააჩინა ისინი ასეთებად, მარტო თქვენი რომ გგონიათ, და ეს არ არის გარყვნილება” – ქეთევან ენუქიძე

ადამიანთა ჯგუფის მიერ წუხილის გამოხატვას, თავისი უფლებების აღიარების მოთხოვნას, საკუთარ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას (რაც პრაიდის მიზანია ხოლმე) როცა ამ ფარისევლობას უპირისპირებ, რომელსაც სიწმინდესთან არაფერი აქვს კავშირი, აუწერელი სიბეცე და ბოროტებაა. ბედნიერი ადამიანები არ აწყობენ აქციებს. წმინდა ოჯახები, წესით, ბედნიერები არიან… ადამიანის უფლებები VS ბედნიერი ჯეელები… ასე გამოიყურება ეს ყველაფერი. არც ერთ გონიერ ადამიანს არ მოუვა აზრად, რომ ე.წ. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების სურვილია, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. ფიქრით გაჰყევით, რა მძიმე და რთულია მათი ცხოვრება. ეს არ არის არჩევანი, ეს მათი ბუნებაა. ასეთები არიან და დაიღალნენ ამის დამალვით. სხვანაირობა არ შეუძლიათ. არც ის შეუძლიათ, რომ თქვენსავით შექმნან ოჯახები და ქუჩაში ხელჩაკიდებულებმა იარონ, რადგან რომელიმე კუანა არარაობამ შეიძლება გასრისოს, თუნდაც მხოლოდ გარეგნობის გამო. მათ არ აურჩევიათ ეს მძიმე ცხოვრება. მარტივად რომ ვთქვა – იმ ღმერთმა გააჩინა ასეთებად, მარტო თქვენი რომ გგონიათ. და ეს არ არის გარყვნილება. გარყვნილება სხვა რამაა: ფარისევლობა, ღალატი, ორპირობა, დასმენა, ზურგსუკან მოთხრა, მაამებლობა. ხორცთან არ აქვს მას საქმე. სხვის ხორცთან – მით უმეტეს… როდესაც ისწავლით სხვა ადამიანში ადამიანის დანახვას, თქვენც მიხვდებით…

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი – თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში