მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი იაპონიაშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, ძვირი იპოთეკური სესხებით, 99 ქვეყანას შორის, საქართველო მე-19 ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 11,89% -ს შეადგენს. ამის შესახებ bpn.ge წერს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში იპოთეკური სესხები მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია მათ შორის მეზობელ აზერბაიჯანთან და რუსეთთან შედარებით, თურქეთსა და სომხეთთან შედარებით კი, მცირედით იაფი. კერძოდ, თურქეთში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 23,47%-ს შეადგენს, სომხეთში – 13,25%-ს, რუსეთში – 10,87%-ს, აზერბაიჯანში კი 9,13%-ს.
Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია:
იაპონია – 1,74%
ტაივანი – 1,78%
ლუქსემბურგი – 2,16%
შვეიცარია – 2,34%
ფინეთი – 2,70%
ესპანეთი – 3,03%
საფრანგეთი – 3,05%
სლოვენია – 3,05%
ავსტრია – 3,20%
ბელგია – 3,27%
Top-10 ქვეყანა, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია:
არგენტინა – 53,21%
ვენესუელა – 25,51%
თურქეთი – 23,47%
ირანი – 22,10%
უზბეკეთი – 21,37%
ბელარუსი – 18,56%
ნიგერია – 18,06%
შრი-ლანკა – 16,93%
უკრაინა – 16,34%
ლიბია – 16,25%
წყარო: bpn.ge