იმ ფონზე, როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება – ტერორისტული აქტი, ALDE-ს პასუხი შეიძლება ვთარგმნოთ ასე: “ტერორისტია, მაგრამ ჩვენია”

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ეხმიანება ALDE-ს მიერ გავრცელებულ პასუხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებასთან დაკავშირებით.
მაჭარაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც თავად ალეკო ელისაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, ტერორისტული აქტი, ALDE-ს მიერ გაცემული პასუხი შესაძლებელია ითარგმნოს შემდეგნაირად: “ტერორისტია მაგრამ ჩვენია”.
„ანუ ალდემ ელისაშვილზე თქვა: “ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩვენი ბიჭია”. იმ ფონზე როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება (ტერორისტული აქტი), ალდეს ეს წინადადება შეიძლება ვთარგმნოთ ასე: “ტერორისტია, მაგრამ ჩვენია”“- წერს გურამ მაჭარაშვილი.
ინფორმაციისთვის, ALDE-მ გაავრცელა პასუხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებაზე: „რა თქმა უნდა, ALDE ასეთ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად გასაგებია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებდით ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეებზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს

ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი