იმ სამარცხვინო ტყუილის შემდეგ, რაც გუშინ “რეაბილიტაციის” კომიტეტმა ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხო განცხადებაში იკადრა, კიდევ ერთხელ ვასაჯაროებთ სახურავზე დაგროვებული თოვლის ამსახველ სხვა, ახლო კადრით გადაღებულ ფოტომასალას გუშინდელი, 30 დეკემბრის დილის მდგომარეობით.
განცხადებაში ნათქვამია იმის შესახებ, რომ 29-30 დეკემბრის ღამის მანძილზე “შესათბობი” სისტემის მეშვეობით ინტენსიურად იწმინდებოდა სახურავი, რასაც ეს ფოტოებიც გამორიცხავს.
გელათში არა მხოლოდ 29 რიცხვში, არამედ 28 შიც ინტენსიურად თოვდა, რაზეც ამ ჯგუფს ინფორმაცია არ ჰქონია.
შესაბამისად, დეზინფორმაციულ განცხადებაში პირველი დღის ინტენსიურ ნალექზე არცერთი სიტყვა არ წერია.
ამ, ტყუილებიათ სავსე განცხადების ფონზე ალბათ ამასაც იკადრებდნენ!
ფაქტების გაყალბებით სამარცხვინო მდგომარეობაში თავის ჩაგდებას ეს ჯგუფი სამომავლოდ მაინც მოერიდოს.
არასერიოზულია,
სამარცხცინოა..” | წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი და გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებას ეხმაურება.




