“იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ მარიამიც წააქციეს, გაზებიც აყლაპეს” – რას ჰყვება პეტრე კოლხი შვილის ვიდეოზე, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია

ცოტა ხნის წინ თით­ქმის ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე გავ­რცელ­და თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო. ტიკ-ტო­კის რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ან ვი­დე­ო­ში ჩანს სპეც­რაზმთან მდგა­რი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მელ­საც ძა­ლო­ვა­ნი ხე­ლით ანიშ­ნებს რომ მი­უ­ახ­ლოვ­დეს და კა­მე­რის წინ ერ­თად პო­ზი­რე­ბენ.

“თა­ნა­მედ­რო­ვე რო­მე­ლო და ჯუ­ლი­ე­ტას“ სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს დღეს 10 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს. ამას­თან, ის ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა გლო­ბა­ლურ­მა გვერ­დებ­მა და ინფლუ­ენ­სე­რებ­მა გა­ა­ზი­ა­რეს.

AMBEBI.GE პეტ­რე კოლხს ესა­უბ­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვი­დე­ოს საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნე­ლი გაგ­რძე­ლე­ბაც აქვს, რო­მე­ლიც არც თუ ისე­თი რო­მან­ტი­კუ­ლია, რო­გორ გან­წყო­ბა­საც კად­რე­ბი ტო­ვებს.

“წლე­ბის წინ, მა­რი­ა­მის მი­მართ იყო გა­სა­ო­ცა­რი ბუ­ლინ­გი იმის გამო, რომ მდი­ნა­რე­ში ტუ­ნი­კით ჩა­ვი­და. მა­შინ ფო­ტო­ე­ბი ჩემს სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ვა­თავ­სე, რომ ბევ­რი მო­წო­ნე­ბა ჰქო­ნო­და. მისი ბავ­შვუ­რი ახი­რე­ბა იყო და ძა­ლი­ან უწყი­ნა­რი ფო­ტო­ე­ბი. თუმ­ცა, 10 წლის წინ, ერის ძა­ლი­ან დიდ­მა ნა­წილ­მა ჩა­წიხ­ლა და მა­შინ მა­რი­ა­მი ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­დე­ნად მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრესს გა­დი­ო­და, რომ რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იყო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც.

ვრცლად