იმ ახალგაზრდებს მივმართავ – სად ხართ, ბიჭებო? თქვენ, ვისაც ორგანიზება გაგიწიათ და სიცხეში მიგიყვანათ, კვერცხები გასროლინათ. ეს უნდა გაატაროთ? უნდა „გადაყლაპოთ“, რომ გამოგიყენათ?

იმ ახალგაზრდებს მივმართავ – სად ხართ, ბიჭებო? თქვენ, ვისაც ორგანიზება გაგიწიათ და სიცხეში მიგიყვანათ, კვერცხები გასროლინათ. ეს უნდა გაატაროთ? უნდა „გადაყლაპოთ“, რომ გამოგიყენათ?
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომ მათთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება პრიორიტეტულია.
ზარქუამ ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც აეროპორტში რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლის ფაქტებს აპროტესტებდნენ.
„რა დონეზე უნდა დაეცეს ადამიანი, რომ რიტორიკა ასე შეიცვალოს. თქვენ გახსოვთ, აეროპორტში რომ დახვდნენ. ლანკა, მაინტერესებს, ახლა როგორ არის? ახალგაზრდები რომ მიიყვანე, ფრენები უნდა შეწყდესო, სიცხეში რომ დაარბენინებდი ახალგაზრდებს! გვარამიამ ჩვენ პრობლემა არასდროს გვქონიაო. ახლა როგორ არის, შეიცვალე პოზიცია?
ახლა მე იმ ახალგაზრდებს მივმართავ – სად ხართ, ბიჭებო? თქვენ, ვინც დაგაორგანიზათ და მაშინ იმ სიცხეში მიგიყვანათ, კვერცხები გასროლინათ. ეს უნდა გაატაროთ? ეს უნდა „გადაყლაპოთ“, რომ გამოგიყენათ? მათ რომ გამოგიყენეს, ეს უნდა გადაყლაპოთ?!“, – განაცხადა ზარქუამ.
ოპოზიცია ხელისუფლებას ზიზღის პოლიტიკაში ადანაშაულებს. წარსული განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მათთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება პრიორიტეტულია. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია შეშინებულია.
Next თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა

ასევე დაგაინტერესებთ