„იმუშავა სისტემის გაჭედვამ“ – რას წერს მარიკა არევაძე?

უფლებადამცველი, „კოალიცია ცვლილების“ წევრი, მარიკა არევაძე:
„გახსოვთ ალბათ სასამართლო, რომ გადაიღალა, მისი განტვირთვის მიზნით კანონში შეიტანეს ცვლილება და მისცეს ჯარიმის დაწერის უფლებამოსილება.
მაშინ გავაკეთე კამპანია #გაჭედე_სისტემა , რომლის ფარგლებშიც არაერთი ვიდეო ინსტრუქცია გავაკეთე თუ როგორ, სად და რა ფორმით შეიძლებოდა ჯარიმების გასაჩივრება.
ჩვენც უამრავმა ადამიანმა მოგვმართა და მარტო #ახალის ადამიანის უფლებების ოფისის ფარგლებში ამ დრომდე 170 საჯარიმო ქვითრის გასაჩივრებაში დავეხმარეთ ადამიანებს და აქედან მხოლოდ 35-ზე მოვიდა პასუხი, რაც რათქმაუნდა გასაჩვრებულია.
დასკვნა:
იმუშავა სისტემის გაჭედვამ. მართლა გაიჭედნენ და გადაიტვირთნენ და ისევ შეიტანეს ცვლილებები კანონში. დააბრუნეს საჩივრების ამბავი სასამართლოში.
ამ ყველაფრის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრიმინალი ყვავის. არავინ თავის საქმეს არ აკეთებს.“

ასევე დაგაინტერესებთ