იმპორტი, ექსპორტი და ინვესტიციები – რა ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართველოს აზერბაიჯანთან

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო. მოსახლეობა ქვეყნის მეთაურს 7 წლის ვადით ირჩევს.
რა ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართველოს უახლოეს მეზობელთან.
საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობები 2020 წლიდან ყოველწლიურად იზრდება. 2023 წლის განმავლობაში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით $1.515 მილიარდამდე გაიზარდა.
2023 წელს აზერბაიჯანი საქართველოსთვის #1 საექსპორტო მიმართულება იყო და მთლიან ექსპორტში 14.2%-იანი წილი ეკავა. საქართველოდან აზერბაიჯანში $862 070 000-ის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება იმპორტს, 2023 წელს აზერბაიჯანიდან $653 911 000-ის პროდუქტი შემოვიდა.
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
მსუბუქი ავტომობილები – 437,233 მლნ დოლარი
სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები – 35,423 მლნ აშშ დოლარი
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 26,039 მლნ აშშ დოლარი
სატვირთო ავტომობილები – 25,990 მლნ აშშ დოლარი
ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან – 25,612 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 313,471 მლნ აშშ დოლარი
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 95,444 მლნ აშშ დოლარი
ცემენტი – 56,996 მლნ აშშ დოლარი
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 32,248 მლნ აშშ დოლარი
მსუბუქი ავტომობილები – 20,969 მლნ აშშ დოლარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში აზერბაიჯანმა საქართველოში 16, 354 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ