იმპორტის ფასების ინდექსი წლიურად 4.8%-ით შემცირდა

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 4.8 პროცენტიანი კლება.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 16.6 პროცენტით შემცირდა სამთო- მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 3.3 პროცენტიანი კლება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე – ფასების 3.7 პროცენტიანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 21.2 პროცენტიანი მატება.