იმპიჩმენტის საკითხზე თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დააკავეს

15 იანვარს იმპიჩმენტის საკითხზე თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი დააკავეს.
პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავების მცდელობის მიზნით 3000-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს ვილაში, სადაც იუნი იმყოფებოდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. მისი ასობით მხარდამჭერი და პარტიის წევრი ასევე შეიკრიბა იუნის რეზიდენციასთან.
დაკავებამდე იუნმა გაავრცელა მოკლე ვიდეო მესიჯი, რომელშიც თქვა, რომ ჯერ კიდევ სჯერა, რომ დაკავება უკანონოა, მაგრამ გადაწყვიტა გამომძიებლებსა და პოლიციას დაემორჩილოს სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.
იუნ სუკ იოლზე ქვეყნის პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის დაწესების მცდელობის გამო იმპიჩმენტი მოახდინა.