“იმკურნალონ ფსიქიატრთან… ძმრად ვადენინებთ” – მორგოშია

ალტ–ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია იუსტიციის მინისტრის განცხადებას ტრაგი-კომედიად აფასებს და ამბობს:
რატი ბრეგაძის განცხადება ტრაგი-კომედიაა. ის რას იტყვის სხვას, ამ სისტემის ნაწილია. თუ ის ჰგონიათ და ხუდნაძე წაიღებს ჩვენს ხმებს, მაშინ ფსიქიატრთან უნდა მივიდნენ და იმკურნალონ. საერთოდ ადეკვატურობავ დაუკარგავთ. ამ ასიათასობით ადამიანს ჩვენ თავისუფლებას არ დავუკარგავთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ძმრად ვადენინებთ აი ამ საქციელს, რაც ჩაიდინეს. გამოსავალლები ნანახია. აქცია ჩატარდება 2 საათზე “ქართული ოცნების” ოფისის წინ შაბათს. ეს იქნება ძალიან მასშტაბური აქცია და ქართველი საზოგადოება გაიგებს ყველაფერს”.
რატი ბერგაძე ამბობს, რომ “ალტ-ინფოს” გაუქმების გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო.
მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება.