“ იმიტომ რომ მამობისთვის ვვარჯიშობ” – რა ვიდეოს ავრცელებს ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.

ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი მამა, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი , აქტიურ პოლიტიკაში მოვიდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ბერა, როგორც მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი განსაკუთრებით პოპულარული, მისი სიმღერები კი – ცნობილი.

ბერა ივანიშვილმა დააარსა ტელეკომპანია GDS. ჰყავს მეუღლე ნანუკა გუდავაძე, რომელზეც ოფიციალურად 2018 წელს დაქორწინდა. ნანუკა გუდავაძეს მანამდე სამოდელო კარიერა ჰქონდა და არაერთი ცნობილი ბრენდისთვის მუშაობდა. ქორწინების შემდეგ ბერამ აქტიური მუსიკალური კარიერა, ნანუკამ კი – სამოდელო საქმიანობა შეწყვიტა და ისინი ქვეყნიდან გაემგზავრნენ. პირველ შვილთან, ბერუკასთან ერთად ისინი სხვადასხვა დროს აზიის ქვეყნებში, შემდეგ კი ბრაზილიაში ცხოვრობდნენ.

2023 წლის 20 მარტს მათ მეორე ვაჟი, დადუ ივანიშვილი შეეძინათ. თუკი წყვილი აქამდე სოციალურ ქსელში, მათ შორის, “ტიკ-ტოკზეც”, აქტიურობით გამოირჩეოდა და ხშირად აზიარებდა როგორც ფოტოებს, ისე ვიდეოებს, ბოლო დროს ისინი პასიურად ყოფნას ამჯობინებდნენ. ცოტა ხნის წინ კი დაწერეს, რომ ისინი სოციალურ ქსელსუბრინდებიან და ვიდეობსა და ფოტოებს გამომწერებს აქტიურად გაუზიარებენ.

ამჯერად ბერა ვიდეოს გვიზიარებს