იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა – ISET

სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება გაძვირდა. ISET-ის კვლევით ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა დაიწყო.
2024 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.48 ლარი შეადგინა. აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში ხაჭაპურის ინდექსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა – ინდექსი სექტემბერში, ივლისთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. ISET-ის განმარტებით, ეს ზრდა მეტწილად ყველის გაძვირებამ გამოიწვია, რომლის ფასიც ბოლო სამი თვის (ივლის-სექტემბერი) განმავლობაში 22%-ით გაიზარდა.
2024 წლის სექტემბერში ხაჭაპურის საშუალო ფასი 10.3%-ით აღემატებოდა 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს. ISET-ის მიერ ფასების სიღრმისეული შეფასება აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე: საფუარი (21.7%), რძე (17.6%), კარაქი (12.1%), ყველი (10.8%), ფქვილი (4.4%), კვერცხი (1.1%).
სექტემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ბაზარი თბილისი აღმოჩნდა, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 7.04 ლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით აღემატება ქვეყნის საერთო მაჩვენებელს. თბილისისგან განსხვავებით, ხაჭაპური ყველაზე ხელმისაწვდომი ბათუმშია, სადაც ერთი ხაჭაპური 6.18 ლარი ღირს. თბილისსა და ბათუმს შორის სხვაობამ 0.86 ლარი შეადგინა. ISET-ის განმარტებით, ფასების ასეთი სხვაობა შეიძლება სეზონური ტურისტული აქტივობით აიხსნას, რამდენადაც სექტემბერში და ზღვისპირა დასახლებები ნაკლებად მიმზიდველი ხდება, შესაბამისად, მოთხოვნა თბილისთან შედარებით ეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი