იმერული დერბი – გადამწყვეტი გოლი 96-ე წუთზე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. ქუთაისის “ტორპედო” “სამტრედიასთან” აგებდა, თუმცა გაიმარჯვა და ლიდერ გორის “დილას” მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩება.
ტორპედო 2:1 სამტრედია
იმერული დერბი დაძაბული გამოდგა. “ტორპედო” შინ აგებდა “სამტრედიასთან”, მაგრამ 2:1 გაიმარჯვა. თან გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გაიტანა.
მივყვეთ: მე-17 წუთზე სამტრედიელთა განელმა ლეგიონერმა ჟოზეფ ამოაკომ მშვენიერი გოლი მიითვალა. საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში ჩაახვია…
“ტორპედომ” გვინეელი მომო იანსანეს თავურით გაათანაბრა პირველივე ტაიმში. ისე, ამოაკო და იანსანეც პირველ მატჩს ატარებდნენ კრისტალბეთ ეროვნულ
ლიგაში.
შეხვედრა ფრედ სრულდებოდა, თუმცა 96-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დაინიშნა და ლაშა შერგელაშვილმა ჩვეულად შეასრულა – 2:1. შერგელაშვილი ადრე “სამტრედიაში” თამაშობდა, ჩემპიონიც გახდა…
ქუთაისელებზე დავწერეთ, “სამტრედია” კი ბოლო ადგილზეა.
erovnuliliga.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში