იმერეთში წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული – წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ადგილობრივმა სამართალდამრღვევმა 4 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს