იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული თერჯოლასა და ზესტაფონში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული თერჯოლასა და ზესტაფონში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თერჯოლაში, ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 930 000 ლარს შეადგენს.
ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„პროექტის ფარგლებში შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა სახურავი, შეკეთდა გარე ფასადი, შემოიღობა შენობის ეზო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები.
სამუსიკო სკოლაში 4 სხვადასხვა განყოფილებაზე ( ფორტეპიანო, სოლო სიმღერა, ხალხური საკრავები, გიტარა) 173 მოსწავლე სწავლობს.
სახელმწიფო რწმუნებულმა ზესტაფონის მერთან ერთად, სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ზესტაფონში, 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაც დაათვალიერა.
ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, შიდა და გარე სივრცეები, ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს