იმერეთში ახალგაზრდული ბანაკი “სიახლე ცვლილებებისთვის“ გაიხსნა

იმერეთში ახალგაზრდული ბანაკი “სიახლე ცვლილებებისთვის“ გაიხსნა. ინფორმაციას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, აღნიშნული ბანაკის მიზანია ახალგაზრდებმა გაანლიზონ პასუხისმგებლიანი მოქალაქის მნიშვნელობა. მათ შორის, ბანაკის ტრენინგ კურსები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სამოქალაქო თავდაცვის, პირვველადი დახმარების, მოახლოებული ს როლი დემოკრატიულ პროცესებში, რუსული ჰიბრიდული ომი და პოლიტიკა.
ბანაკის მონაწილეები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელბს შეხვდნენ, რომლებსაც კრიტიკული კითხვები დაუსვეს.
„ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ აღნიშნა, რომ ეს არიან ახალგაზრდები, რომლებმაც იციან დემოკრატიის მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ არჩევანის გაკეთება უნდათ ისეთი როგორიც იქნება მათი აზრით სწორი ქვეყნისთვისაც და პირადად მათთვისაც.
“ინფორმირება არ ყოფილა ჩვენი ამოცანა, უფრო მათი ინტერესის დაკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით თუ რა გვაწუხებს, როგორ ვაპრიებთ ქვეყანაში სიტუაციის შეცვლას. ჩვენ გვაინტერესებდა მათ რა აწუხებს, რა არის მათი პრიორიტეტები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აქ არ არიან ჩვენი მომხრეობის ნიშნითმოყვამილი ადამიანები. აბსოლუტურად ნეიტრალურად არიან განწყობილები და არჩევანის გაკეთება უნდათ ისეთი როგორიც იქნება მათი აზრით სწორი ქვეყნისთვისაც და პირადად მათთვისაც”, – დასძინა მან.
აღნიშნული ბანაკი სისტემატურად გაგრძელდება და ყველა რეგიონს მოიცავს.