„იმედს“ 3 თვეში „საქართველოს ბანკმა“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14.8 მილიონი ლარი მიიღეს. კომისიამ გამოაქვეყნა „იმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“ და „TV პირველის“ იმ დამფინანსებლების ათეულიც, რომლებიც ამ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ამ ტელევიზიებს შორის სამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“ ერთადერთია, რომელმაც იანვარ-მარტის პერიოდში ნახევარ მილიონზე მეტი რეკლამის ერთი დამკვეთისგან მიიღო.

„“ტელეიმედის“ რეკლამის დამკვეთ კომპანიას, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 500 000 ლარზე მეტი გადაუხადა – „“ წარმოადგენს“, – წერს ComCom-ი.

რეკლამის დამკვეთები, რომლებმაც „იმედს“ 50 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადეს:

  • „შპს ავენიუ ბაი ორბი“;
  • „პსპ ფარმა“;
  • „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
  • „ავერსი ფარმა“;
  • „ლაქტალის ჯორჯია“;
  • „დიპლომატ ჯორჯია“;
  • „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“;
  • „არქი პრომოუშენი“;
  • „აიდიეს ბორჯომი თბილისი“.

„რუსთავის 2-ის“ ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომლებმაც ტელევიზიას 7 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადეს:

  • „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
  • „შპს ავენიუ ბაი ორბი“;
  • „პსპ ფარმა“;
  • „ავერსი ფარმა“;
  • „ლაქტალის ჯორჯია“;
  • „2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“;
  • „დიპლომატ ჯორჯია“;
  • „ვიმ ბილ დან საქართველო“;
  • „ჯი ემ ფარმასიუთიქალი“;
  • „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობამ საქართველოში“.

„პოსტვ-ის“ ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომლებმაც  ტელევიზიას 50 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადეს:

  • „შპს ბუმბა“;
  • „შპს ჯეოკეპ“;
  • „შპს ფალავანი ვაინ“;
  • „სტერეო+“;
  • „შპს ბუნებრივი აირი“;
  • „ფალავანი“;
  • „შპს ბუნება“
  • „ქართული რძის პროდუქტები“;
  • „შპს სოლუშენ გრუპ“;
  • „ტიფლის ფაბ“.

„ფორმულას“ ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომლებმაც  ტელევიზიას 7 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადეს:

  • ბანკი“;
  • „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
  • „პსპ ფარმა“;
  • „ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა“;
  • „შპს მერკადო“;
  • “;
  • „ორბი ჯგუფი “;
  • „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“;
  • „ლაქტალის ჯორჯია“;
  • „შპს ორთაჭალა გეითი“.

„TV პირველის“ ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომლებმაც  ტელევიზიას 7 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადეს:

  • „შპს ორბი ჯგუფი თბილისი“;
  • „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“;
  • „პსპ ფარმა“;
  • „სან პეტროლეუმ ჯორჯია“;
  • „შპს პირველი მეღვინეობა“;
  • „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“;
  • „შპს მერკადო“;
  • „დიპლომატ ჯორჯია“;
  • „შპს მონოლითი ჯგუფი პლიუსი“;
  • „ჩინური მედიცინის ცენტრი“.

2025 წლის I კვარტალში სარეკლამო შემოსავლების შეახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

წყარო