“იმედი მაქვს, EU-ს ლიდერები აღიარებენ უკრაინის ძალისხმევას და გადადგამენ ამ ისტორიულ ნაბიჯს” | ზელენსკი იტალიის პრემიერს ესაუბრა

“იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ლიდერები აღიარებენ უკრაინის ძალისხმევას და გადადგამენ ამ ისტორიულ ნაბიჯს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელინოსთან საუბრის შემდეგ X-ზე წერს.
“#EUCO სამიტის წინ პოზიციების კოორდინაციისთვის იტალიის პრემიერმინისტრს, ჯორჯია მელონის ვესაუბრე. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში, რომელიც საჭიროა გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მისაღებად. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ლიდერები აღიარებენ უკრაინის ძალისხმევას და გადადგამენ ამ ისტორიულ ნაბიჯს. მ შეასრულა თავისი ნაწილი და დაამტკიცა, რომ უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად, მას შეუძლია უზარმაზარი შედეგების მიღწევა. მჯერა, რომ სამიტზე ერთობა გაიმარჯვებს და ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ძალასა და ლიდერობას. ჩვენ ასევე გავცვალეთ მოსაზრებები მშვიდობის ფორმულის დანერგვისა და გლობალური მშვიდობის სამიტისთვის მზადების შესახებ”, – წერს ზელენსკი.
I spoke with Italian Prime Minister @GiorgiaMeloni to coordinate positions ahead of the #EUCO summit.

We discussed Ukraine’s progress in fulfilling EU recommendations required for the decision to open accession negotiations.

I count on EU leaders recognizing Ukraine’s…— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 13, 2023