იმედი მაქვს, რომ შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, ევროპული საბჭო მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს – თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
მისივე თქმით, სტატუსის მინიჭების შემდეგ აუცილებელია, რომ ქვეყანამ მოახდინოს ინსტრუმენტალიზება და მოქმედებაში მოყვანა იმისთვის, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები.
“მე იმედი მაქვს, რომ ამ შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, ევროპული საბჭო, რომელიც როგორც წესი მიყვება ხოლმე ევროკომისიის გადაწყვეტილებას და რეკომენდაციას, ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინებს დადებით რეკომენდაციას საქართველოსთან მიმართებაში და მოგვანიჭებს, მიანიჭებს ჩვენ ქვეყანას, ქართველ ხალხს, სწორედ მათი დამსახურებით კანდიდატის სტატუსს.
თუმცა, შემდეგ აუცილებელია აღნიშნული სტატუსის ინსტრუმენტალიზება, მისი მოქმედებაში მოყვანა იმისთვის, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები,” – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას