ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდება.
როგორც მან BMG-ის უთხრა, მოლოდინი, რომ ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დიდი გავლენა ექნებოდა, არ გამართლდა.
„ვენესუელის ნავთობი ჯერ კიდევ სრულად არ შესულა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ახალი პირობებით. თუმცა ამერიკა იძლევა გარანტიას, რომ ამ პროცესს მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე არ ექნება მნიშვნელოვანი გავლენა. პირიქით, გვარწმუნებენ, რომ ბაზარი დარეგულირდება, დასტაბილურდება და უფრო პროგნოზირებადი გახდება. ამის იმედი მაქვს და ველოდები, რომ მსოფლიოში და არა მხოლოდ ჩვენთან, სანავთობო ბაზარი სტაბილური იქნება.
თუ მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე პროდუქტის რაოდენობა მოიმატებს, ანუ ნავთობის გადამუშავების მოცულობა გაიზრდება, ეს, პირველ რიგში, გამოიწვევს ბაზრის რეგულირებას და სტაბილიზაციას, ხოლო შემდგომში შესაძლებელია საწვავის გაიაფებაც მსოფლიო სანავთობო ბაზარზე. სწორედ ამისკენ ისწრაფვის და ამას, ასე ვთქვათ, აცხადებს და აანონსებს ამერიკის შეერთებული შტატები”, – ამბობს იობაშვილი.
ვრცლად bm.ge – ზე




