„იმედი“: ივანიშვილი ნაკრებს დაპირებულ 30 მილიონ ლარს გადასცემს

ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდზე გაოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ეროვნულ ნაკრებს პლეი-ოფში გასვლისთვის დაწესებულ ჯილდოს — 30 მილიონ ლარს გადასცემს.
აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ გავრცელდა. ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ აცხადებდა, რომ ეროვნულ გუნდს ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემთხვევაში 30 მილიონ ლარს გადასცემდა, შემდეგ კი ყველა მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის — დამატებით 30 მილიონ ლარს.
როგორც „იმედის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნაკრები ამავე ოდენობის ჯილდოს ესპანეთის დამარცხებსი შემთხვევაშიც მიიღებს:
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს. ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის გადამწყვეტ, მე-3 თამი პორტუგალია 2-0 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა.
ქართველთაგან გოლები მ და ჟორჟ მიქაუტაძემ (პენ.) გაიტანეს. საქართველომ ჯამში ჩეხეთთან ნათამაშები ფრესა და პორტუგალიასთან მოგების წყალობით 4 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილით გავიდა. F ჯგუფში ჩეხეთი ჩარჩა.
ქართველი ქომაგები სადებიუტო ევროზე დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გერმანიასა თუ საქართველოში. მეთექვსმეტედფინალში ქართველთა მეტოქე ტურნირის გამორჩეული ფავორიტი ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება