„იმედი“: ივანიშვილი ნაკრებს დაპირებულ 30 მილიონ ლარს გადასცემს

ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდზე გაოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ეროვნულ ნაკრებს პლეი-ოფში გასვლისთვის დაწესებულ ჯილდოს — 30 მილიონ ლარს გადასცემს.
აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ გავრცელდა. ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ აცხადებდა, რომ ეროვნულ გუნდს ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემთხვევაში 30 მილიონ ლარს გადასცემდა, შემდეგ კი ყველა მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის — დამატებით 30 მილიონ ლარს.
როგორც „იმედის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნაკრები ამავე ოდენობის ჯილდოს ესპანეთის დამარცხებსი შემთხვევაშიც მიიღებს:
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს. ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის გადამწყვეტ, მე-3 თამაშში პორტუგალია 2-0 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა.
ქართველთაგან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ჟორჟ მიქაუტაძემ (პენ.) გაიტანეს. საქართველომ ჯამში ჩეხეთთან ნათამაშები ფრესა და პორტუგალიასთან მოგების წყალობით 4 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე მე-3 ადგილით გავიდა. F ჯგუფში ჩეხეთი ჩარჩა.
ქართველი ქომაგები სადებიუტო ევროზე დაფიქსირებულ ისტორიულ შედეგს მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გერმანიასა თუ საქართველოში. მეთექვსმეტედფინალში ქართველთა მეტოქე ტურნირის გამორჩეული ფავორიტი ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ტრამპმა შექმნა „მშვიდობის საბჭო”, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე ტრანზიტი არ გაივლის – ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)