„იმედი“ და „რუსთავი 2“ ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე საუბრობენ

ტელეკომპანიები „იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ყოფილი კოორდინატორი ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს.
რა ინფორმაციას ეყრდნობიან ეს მედიასაშუალებები, უცნობია. მათ არ დაუსახელებიათ კონკრეტული წყარო. თუმცა საპასუხოდ სამივე არხმა გაავრცელა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის კომენტარი, რომელშიც ის არ უარყოფს ამ ვერსიას.
„ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური. ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ერთხელ არ უღალატია“, – აცხადებს .
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოში დღეს, 13 მაისს, ჩამოდის. მისი ჩამოსვლა დროში ემთხვევა საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ განხილვას.
ჯიმ ო'ბრაიენი შეხვდება მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გაკეთდება კომენტარი მედიისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ

შალვა რამიშვილი: სანქციების ამბავი რომ გავიგეთ, ბაჩო, გური და მე აღსანიშნავად წავედით რესტორანში. გეახელით იმერული ტეხილი ყველი და ჭადი, ხბოს მწვადი კეცზე, წიწილი ისრი-მაყვალში, ნიყვი…