„იმედის“ ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ბრალდებით აქტივისტი პროკურატურაში დაიბარეს

აქტივისტი თამუნა კირთავა პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც თამუნა კირთავამ ნეტგაზეთს უთხრა, მას პროკურატურა 4 ოქტომბერს სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავება.
თამუნა კირთავას თქმით, ის პროკურატურაში დღეს, 23 ოქტომბერსაა დაბარებული, რათა ბრალი გააცნონ.
როგორც ცნობილია, პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
5 ოქტომბერს უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს“.
ფოტო: MOSE

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას