“იმედის” მფლობელის ქალიშვილმა ქალზე იქორწინა – ირაკლი რუხაძის შვილის ისტორია

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთუ არასამთავრებო ორგანიზაციის წევრი, თამარ ჯაყელი, საზოგადოებას ტელეკომპანია “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის შვილის შესახებ წერს.

“იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის შვილი, ალექსანდრა (ლექსი) რუხაძე ღიად ლესბოსელი ქალია. თავად ამერიკის მოქალაქე, ლექსი ამერიკელ ქალთანაა ქორწინებაში, 2022 წლიდან.

ლექსი რუხაძე და მისი ცოლი, ჯილიან სიმორი ერთმანეთს პრესტიჟულ ქალთა კოლეჯში, Wellesley-ში სწავლისას შეხვდნენ, ჯერ კიდევ 2014 წელს. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ისინი აქტიურად ცდილობენ შვილის ყოლას/აყვანას.

სავარაუდოდ ლექსი ნაკლებად ადევნებს თვალს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას. ნეტა თუ იცის, რომ მამამისის კისერზეა საქართველოში ანტი-ლგბტ განწყობების გაღვივება, ქვიარ ადამიანების (მათ შორის ჩემი) დემონიზება, მოძალადეებისთვის მსუყე ლუკმის მიწოდება, ულტრა-მემარჯვენე, პრო-რუსული და ფაშისტური რიტორიკის ყოველდღიურობად ქცევა. ნეტა თუ ესმის, რომ საქართველოში საყვარელ ქალთან ქორწინებაში კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენის რეჟიმში იქნებოდა როგორც ღიად ლესბოსელი ქალი, ან კი წლობით მოუწევდა საკუთარი იდენტობის მალვა და შიშში ცხოვრება. იმედი მაქვს, მალე გავიგებთ ლექსის ისტორიას და მის დამოკიდებულებას ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წამახალისებელი, საქართველოს ს გზაზე დამყენებელი მამის მიმართ.

მანამდე კი, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რამდენად ამორალურია რეჟიმის პროპაგანდა. „ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტები მზად არიან, საკუთარი შვილის მსგავსი ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტონ, იმ იდენტობის გამო, რაც მათ არ აურჩევიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული ავტორიტარული ხელწერა ავალდებულებთ ასე.

არადა ირაკლი რუხაძეს შეეძლო ნათელ მხარეს ყოფნა. შეეძლო ამაყი მამა ყოფილიყო და ეთქვა, რომ დიახ, მისი შვილი ლესბოსელია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. შეეძლო ემხილებინა, რომ ჰომოფობია და ტრანსფობია რუსული პოლიტიკური იარაღია საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ.

მაგრამ სიხარბე და ძალაუფლების წყურვილი არჩია შვილის მხარეს დგომას. ამიტომ მიწევს ამ პოსტის წერა მამაზე, რომელიც შვილის მსგავს ადამიანებს მტრის ხატად აქცევს და ვინ იცის, გრძელვადიანად შეიძლება მასაც იმეტებს სიძულვილით სავსე გარემოსთვის.”- წერს თამარ ჯაყელი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ