იმედია ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა” კოტე რომ მეორედ და ამდენი ხნის შემდეგ ჩაეწერა ვიდეო – ნანუკა ჟორჟოლიანი

“იმედია ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა” კოტე რომ მეორედ და ამდენი ხნის შემდეგ ჩაეწერა ვიდეო”- ასე ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანი თინა ბოკუჩავას ქმრის, კოტე იოსელიანის ბოდიშს უტა ივანიშვილისადმი.
“ვინც ამბავი არ იცით.
დაახლოებით 8 წლის წინ, ჯერ კიდევ იბერია რომ არსებობდა, კოტე იოსელიანმა, მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა უტა ივანიშვილის პირადზე იჭორავა პირდაპირ ეთერში.
ის განცხადება ჩემთვის მაშინაც და ახლაც მიუღებელია
ბევრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი სხვათაშორის.
უტა კი არა, ნებისმიერი ადამიანის პირადზე განცხადებები არის ქოცობა ჩემთვის. თან ჭორების დონეზე. მალევე კოტემ მოიხადა ბოდიში და წავიდა პოლიტიკიდან.
ამდენი წლის შემდეგ ეს თემა ვის გაახსენდა?
შემთხვევით რომელიმე ქუჩის ბიჭს ქულების დაწერა ხომ არ მოუნდა მეფის კარზე? და ამ კითხვებს მე ტყუილა არ ვსვამ. იმედია ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა” კოტე რომ მეორედ და ამდენი ხნის შემდეგ ჩაეწერა ვიდეო.”– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ამ თემაზე:

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის