იმედია სწორი შეფასებები გაკეთდება და არ იქნება იმ სიცრუის კამპანიის გაგრძელება – კალაძე

მოლოდინები განსაკუთრებული არაფერი – მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სწორი შეფასებები იქნება გაკეთებული და არ იქნება იმ სიცრუის კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ვისმენდით, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ, სენატორი ჯინ შაჰინისა და კონგრესმენი მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია, როცა პარტნიორი ქვეყნის, მაღალი თანამდებების პირები საქართველოში ჩამოდიან.
„ვიზიტებს, რა თქმა უნდა, მივესალმებით, გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ სწორი შეფასებები გაკეთდება. რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი, როდესაც პარტნიორი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები ჩამოდიან. ჩვენი დიდი სურვილია და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სწორი შეფასებები იქნება გაკეთებული და არ იქნება იმ სიცრუის კამპანიის გაგრძელება რასაც ვისმენდით. მოლოდინები განსაკუთრებული არაფერი, ვფიქრობ იქნება ის ხაზი, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ, სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალობა ცუდია. თუმცა, როდესაც კითხვას ვსვამთ, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და როგორ შეიძლება დემოკრატიულ პროცესებს ხელი შეუშალოს, პასუხი არის მხოლოდ ერთი – იმიტომ. ყველაფერი ცხადია, თუ რატომ ხდება ამხელა აურზაურის ატეხა ამ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს, რომ ხდება კონკრეტული ექსტრემისტული და რევოლუციური ჯგუფების დაფინანსება და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ დასავლეთიდან მოდის. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვისა და პარტნიორობისთვის, არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო საიმედო პარტნიორი ქვეყანაა, მაგრამ როგორც მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.