“იმედია, რომ ამას ვიღაც მაინც აცნობიერებს ეკლესიაში”– სამადაშვილი

37
ყოფილი პარლამენტარი, :
ავტოკრატიის სიმძიმის ხარისხი იზომება იმით, თუ რამდენად ღრმად იჭრება ის ცხოვრების ყველა სფეროში.
ამ თვალსაზრისით ‘ქართულმა ოცნებამ' გასული ორი წლის მანძილზე უზარმაზარი ტერიტორია ‘დაიპყრო:' ყველა რეპრესიული კანონი, რომელმაც შეზღუდა შეკრების, გამოხატვის, პოლიტიკური თავისუფლების და საქმიანობის უფლება, გააუქმა აკადემიური თავისუფლება და სხვა, სულ უფრო უადვილებს რეჟიმის ადამიანის კონტროლს. თუმცა, ივანიშვილის რეჟიმმა გასულ დღეებშიც წინ წაიწია ავტოკრატიის გამყარების გზაზე.
ხელისუფლების დაუფარავი და უკიდურესად მდაბიო მცდელობა, პარტიულ ღონისძიებად ექცია დაკრძალვის ცერემონია, გარდა იმისა, რომ ღრმად დამამცირებელია ეკლესიისთვის, ავტოკრატიის გამყარებისკენ მიმართული ნაბიჯიცაა.
ეკლესია, რომელიც მიუხედავად პოლიტიკური შეხედებულებისა, მრევლის საერთო სივრცეა, ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარ პარტიულ ფილიალად გამოაცხადა. თუ ეს ინსტიტუცია მისი დამოუკიდებლობის განადგურების შესაძლებლობას მისცემს ივანიშვილს, გამოუსწორებლად დაზიანდება. იმედი მაქვს, რომ ამას ვიღაც მაინც აცნობიერებს ეკლესიაში. ექნება თუ არა მსგავს ხალხს მოვლენებზე რაიმე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, გამოჩნდება.