იმედია, -სა და ჩინეთს შორის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ნოემბრის ბოლომდე გაფორმდება – ბესენტი

იმედია, -სა და ჩინეთს შორის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ნოემბრის ბოლომდე გაფორმდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
ის დარწმუნებულია, ორი ლიდერის, პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ ჩინეთი პატივს სცემს შეთანხმებებს“, – განაცხადა ბესენტმა.
ცნობისთვის, გასულ თვეში სამხრეთ კორეაში აშშ-ის პრეზიდენტის, სა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შეამცირებს ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე, რომლებიც მანამდე დაწესდა ფენტანილის ქიმიური ინგრედიენტების შედინების საპასუხოდ. სი ძინპინმა კი დაადასტურა მხარეების კონსენსუსი „მთავარ სავაჭრო საკითხებზე“.